მენიუ  
  მთავარი გვერდი
ომის კადრები
აფხაზეთზე სიმღერები
ზღვა
სოხუმი
გაგრის საიდუმლო
ჟიული შარტავა
მოგონებები
ვიდეოები
ფოტოები
დოკუმენტური ფილმები
საკენის ცოდვა
 
     
   მართვის პანელი  
 
სახელი
პაროლი
 
 
     
   რეკლამის ადგილი  
   
     
    Chat  
 
ShoutMix chat widget
 
     

 
  აფხაზი გოგოს დღიური  

აფხაზი გოგოს დღიური



ეს ინფორმაცია მომოწოდა "გურანდამ და მიკამ" რისთვისაც დიდ მადლობას უხდი ყველას გირჩევთ წაიკითხოთ დანარჩენი მეტის წაკითხვაში




,,ო! ღმერთო,ისმინე ვედრება ჩემი!,,

ოი, უფალო,ღმერთო,მამაო ჩვენო ზეციერო,პატრონო,მწყემსო ყოველთა მიწიერთა! რა შეგცოდა მოდგმამ კაცთამან ეგეთი, რომ გახადე ერთმანეთისა სისხლის მსმელად და ხორცის მჭამელად?! რა შეგცოდე,რმერთო,მე უბედურმა ასეთი.რომ ერთმანეთის ხელით დამიხოცო უნდა ჩემი საყვარელი ძმა ნიკო და თემური.
შურა-დედა და ჩემი მშობელი დედა ერთად გაზრდილან, გათხოვებაც ერთ კუთხეში გადაუწყვეტიათ.მე და ჩემი ძუძუმტე ნიკო ერთ კვირაში დავიბადეთ.ერთი თვისაც არ ვყოფილვარ,როცა უფალმა წამართვა დედაც და მამაც,მე და ჩემი უფროსი ძმა თემური დავრჩით ობლად.მამა შახტების აფეთქებაში მოყბა,დედა მანქანით დაიღუპა.ბიძებს წავუყვანივართ გასაზრდელად.მე და ნიკოს დედა-შურას მკერდი დაძმურად გაგვიყვია.რომ წამოვიზარდეთ,ბიძებს ბევრი უცდიათ ჩემი გადაყვანა, მაგრამ მე იმდენად ვყოფილვარ შეზრდილი ნიკო და თამუნას,რომ ვერავინ ვერ შეძლო მოეწყვიტა ჩემი გული ამ ოჯახისთვის. ქართულ სკოლაშიც მათი სიყვარულით მოვხვდი. ჩემთან ხშირად დაიოდა თემური და მისი დახმარებით ვეუფლებოდი მშობლიურ ენას. ათი წლის შემდეგ მე უკვე ზემოთ დავიწყე სიარული მათთან და ჩემი სისხლის სითბო და სიტკბო დღითიდღე იგრძნობოდა და იზრდებოდა ჩემს ცხოვრებაში.
მალე მე შევამჩნიე,რომ მეამაყებოდა ჩემი ეროვნება.მომწონდა ჩვენი ერის სიდინჯე და თავდაჭერა,ახალგაზრდებისაგან უფროსების პატივისცემა.მაგრამ მიხაროდა,რომ მე ვითვლებოდი როგორც საქართველოს მოქალაქედ,ისე აფხაზ ქალიშვილად და არ ვიფიქრებდი არასდროს, რომ მე დღევანდელი დღე მოესწრებოდა ჩემს საამაყო კუთხეს. 18 წელი ისე გავიდა ჩემი ძიძის ოჯახში,ერთი სიტყვაც არ მახსოვს ეთქვათ რამე დამამცირებელი აფხაზეთის მიმართ,პირიქით ყოველთვის აქებდნენ ან ადიდებდნენ ამ ერს. და დღესაც,ღმერთო შენ დაუბრუნე ის ნდობა და სიყვარული ორ,მსოფიოს ყოველ კუთხეში საქებ და სადიდებელ ორ პატარა ერს!

14 აგვისტო

რომ ვიცხოვრო ორი საუკუნე დღეიდან, არასდროს არ ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან ეს დღე.აქ დაიწყო ჩემი ტანჯვა და წამება.ამ დღიდან ჩემს სახეს არ გაკარებია ერთI უბრალო ღიმილიც კი.ყოველ ღამე შიშში და ლოცვაში ვათენებ დილას. დილით მუხლმოყრილი ვევედრები ღმერთს,შეიწყალოს მონა მისი და დაუბრუნოს მას დაკარგული გონიერება.
ნიკოდა თამუნა,როგორც ყოველთვის, დღესაც გამამხიარულონ გული, მაგრამ ვერაფერს ხვდებიან.

28 ნომებერი
როგორც იქნა (მოვიცალე),მოვნახე დრო, გამეცნო თქვენთვის ჩემი ვარამი.მე უკვე აღარ ვარ ქართველის ოჯახში.დაუნდობელმა სისხლისღვრამ დამიკარგა ყველა, არც ვიცი,ცოცხლები არიან თუ არა.ქართველთა ნასროლმა ცეცხლმა შუაღამით წამოგვაგდო საწოლიდან: ღამის წყვიდადიდან შემზარავი ჯოჯოხეთური წივილ-კივილიდან უცნობი მამაკაცის ხელმა გამიყვანა.მას შემდეგ ძცემი ძიძის ოჯახზე არაფერი ვიცი,სახლი კი დაინგრა.ჩემი გადამრჩენი აფხაზი ეროვნების იყო.დღეს მე ხიზნულთა წრეში ვარ. ყოველდღიურ შიშსა და ბობვას შევეჩვიე,ახლობლების დაკარგვის კი-ვერაფრით.ყოველდღე ცრემლით გავყურებ დანგრეულ ჩვენს უბანს,ვათვალიერებ ხალხს,იქნებ თემურს ან ნიკოს მოვკრა თვალი,მაგრამ დღემდე ვერააფერი გამიგია.
დღეს იშვიათი ამბავი მოხდა შტაბში.18 წლის ვაჟმა თავი მოიკლა.მკვდარს ხელში სისხლიანი სურათი ეჭირა. სურათიდან ლამაზი გოგონა იყურებოდა. სურათს სრულად ეწერა:
,,მაპატიე,ეკა მეტი აღარ შემიძლია’’.
გავიგე, ეს ბიჭი ქართველ მეზობელ გოგონაზე იყო შეყვარებული; ახლობლები ყველა გასულ დღეებში მიუბარებია მიწისთვის. ზოგიერთმა ისიც კი მოჭორა,მისი საყვარელი გადამთიელებისგან იქნა გაუპატიურებულიო.
ამ დღეს ხალხში ხშირად ისმოდა წყეული არძინბას წყევლა.მე კი გულშუ ,,ამინს ვიძახოდი”.
საღამოს შტაბში ორი აფხაზი ძმა იქნა დახვრეტილი,რაღაც ამბის გატანა ედებოდათ ბრალად.მათი ცოდვით ახლაც ვერ მოვსულვარ გონს.
ღმერთO დიდებულო, შენ მოუღე ბოლო ამ ჯოჯოხეთს.
ამინ!

29 ნოემბერი

თამუნა და დედა-შურა დღეს დავიტირე.ნაცნობმა მითხრა მათI დაღUპვის შესახებ.ოო! ღმერთO,შენ შემინახე თემური და ნიკომშვიდობითმრომ ჩემს ცხოვრებას რაიმე აზრი ჰქონდეს.
QართველთA მხრიდან შეტევები გრძელდება.ყუმბარას ბათქი უკვე არავის აკვირვენს,არც შიშს გამოხატავს ვინმე.ჩემთვის სულერთია სიკვდილი და სიცოცხლე. ჯიშამოსაწყვეტი გადამთიელების ყოველღამინდელი სიმღერები მიკლავს გულს.აუტანელ ზიზხს მგვრივს მათი ხარბი და დაჟინებული მზერა ჩვენი დაძონძილი ხალათის მკერდთა საკინძეებზე. ნეტავი დამთავრდებოდეს ან სიკვდილით,ან სიცოცხლით ეს ჯოჯოხეთი!

30 ნოემბერი

დღე იყო ძალზე შემზარავი.ამ დღეს დაიმარხა 18 აფხაზი მეომარი და ვერტმფრენით გაიგზავნა 13 გადამთიელის ცხედარი.მათ გაგზავნამდე დაგამთიელებს 15 ქართველი ტყვე უნდა დაეხვრიტათ. მათ შორის ერთ სვანი ვაჟკაცი,რომელიც სილამაზით ძაან ჰგავს ნიკოს,ჩემი მუდარითა და ბიძაჩემის ავტორიტეტით იქნა გადარჩენილი.მე მუხლმოყრილი ვეხვეწე ბიძაჩემს,არ დაეხვრიტათ ეს მზესავით ვაჟკაცი.ის გამოიყვანეს ხელშეკრული.ჯინსის შარვალი და შიშველ მკერდზე ხუჭუჭა თმა,ფართე მხრები და მშვიდი სახე ისე შვენოდა,ასეთი მშვენების მოსპობას,გარდა მხეცისა,ვინ შეძლებს ნეტა!?ის გამოდიოდა მშვიდად ,თითქოსდა დასახვრეტად კი არა.ნადიმზე ეპატიჯებიანო.მან გარშემო მიმოიხედა.თითქოსდა ნაცნობს ეძებსო,და მზერა ჩემზე შეაჩერა.მომეჩვენა,შველას ჩემგან ელოდა.გადამთიელებმა მის თვალწინ დახვრითეს 14 ქართველი. ამ დროს ის ცას შეჰყურებდა,თვალს არიდებდა ამ სანახაობას.დახვრეტილებში ისეთი ახალგაზრდები ერივნენ,რომ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჩავს. სადღაც,გულის სიღრმეში მიხაროდა,რომ ერთ მაინც გადავარჩინე, სულ თვალწინ მიდგას მისი მშვიდი მზერა, ჩემგან მისი გადარჩენის მიზეზიც სწორედ ეს იყო.ამ მზერამ გააბედინა ჩემს გულს.მეთხოვა მისი გადარჩენა .ნეტავ მომცემს ღმერთმა ის ძალა,ვუშველო და დავუბრუნო გულუშიშარი ვაჟკაცი თავის ოჯახს!


3 დეკემბერი

თემურზე და ნიკოზე კვლავ არაფერი ვიცი.ვერ გამიბედნია საკუთარი გულისთვის მათზე ცუდის ფიქრი.ოო!ღმერთო, შენ დაიფარე ისინი ყოველგვარი უბედურებისგან!
ჩემს საზრუნავს კიდევ ერთი საზრუნავი დაემატა. შტამბში მოიყვანეს 8-9 თვის ბავშვი Qქართველის ოჯახიდან, მშობლები და ახლობლები ომის ქარცეცხლს უმსხვრეპლია. უფროსებმა ახალგაზრდა ქალებს შესთავაზს ბავშვის დედობა ყველამ უარი განაცხადა, ჩვენ ჩვენი გვიჭირსო.
ბავშვი მთელი ძალით გაჰკიოდა,ითხოვდა დედას და საჭმელს. ქალები ზოგი ზიზხიტაც კი შეჰყურებდა ამ საცოდაობას. ზოგი ქალი ტიროდა მისი ცოდვით,ახლოს კი არ ეკარებოდა იმის შიშით ,ბოლომდე მე არ დამრჩესო მოსავლელად.ყველამ გაკვირვებით შემომხედა,როცა თვრამეტი წლის გამოუცდელმა კალიშვილმა ბავშვი გულშჰი ჩავიხუტე. ბიძამაც შავი დღე დამაყენა,მაგრამ ჩემი არ დავიშალე.
უკვე ღამის 3 საათია.პატარა ნიკოს მშვიდად სძინავს,მე კი ისევ ვლოცულობ:ღმერთო, შენ მანახე ცოცხალი ჩემი ძმა ნიკო და თემური.შენ დაუბრუნე თავის ოჯახს უცნობი ტყვე,სვანი ვაჟკაცი და მომე იმდენი ძალა.გამოვზარდო ჩემი პატარა ნიკო,როგორც გამომზარდა მე ცხონებულმა დედა-შურმა!



4 დეკემბერი

ჩვენ ქალაქში ბევრი ქართველია დარჩენილი.შიმშილმა შეაწუხა ეს საწყლები.ზოგჯერ ვეხმარები შეძლებისდაგვარად შტაბში მოპარული პურით,მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.
დღეს ქართველ მამაკაცთა ჯგუფმა უფროს მოაკითხა, შესთავაზეს-პური და იარაღი ნოგვეცი და თქვენთან დავდგებითო.მეშტაბეს გაეცუნა და უპასუხა: ახლა მშიერი ხართ და ერთგულებას Gმეფიცებით,გაძხებით,ტყვიას დამიშენთო. ჯგუფს ერთი კაცი გამოეყო და მეშტაბეს უთხრა: გამოგვცადე,ბატონო,და თუ გიღალატებთ,ცოლ-შვილით სად წაგივალთო. მეშტაბეს უფრო გაეცინა და უპასუხა: ის აფხაზი,ვინც აფხაზს ტყვიას ესვრის,არც ქართველის ძმა იქნება და ქართველიც ქართველზე მონადირე ჩემი ერთGული არ იქნებაო.
უფროსის პასუხმა ხალხი მოთოკა და დაშლა დაიწყეს.მეშტაბემ შეაჩერა და უთხრა,მოეტანათ სია და დაჰპირდა დახმარებას.გადამთიელები შეეკამათნენ,-დახმარება კი არა,ამოწყვეტა უნდა მაგათო,-განაცხადეს.მეშტაბეს კვლავ გაეცინა და უპასუხა:აფხაზეთში არის შემორჩენილი კუთხე-ები,სადაც ქართველები ინახავენ ჩვენს ხალხს და იმათმადლზე ჩჰვენც უნდა დავეხმაროთ ამათო. აღტაცებული დავრჩი უფროსის პასუხით.იმედი მომეცა იმისა,რომ კვლავ გაიბმება ამ ერთა შორის სიყვარულისა და ნდობის ქსელი.
ღმერთო,შემ შეუწყვე ამას ხელი!ამინ!


7 დეკემბერი


ჩვენი ქალაქის ვარამი დღითიდღე იზრდება.აცივდა,ჩამოთოვა და ომმაც ახლოს მოიწია.ნიკოზე და თემურზე არა ისმის რა,გარდა ჭორისა,თითქოს ნიკომ იარაღს მოჰკიდა ხელი და ფრონტს შეუერთდა.თემურზე კი მეჩვენება,ძიძა მიმალავს რამეს. პატარა ნიკო შეუერთდა თავის ბედსა და ახალ დედას. ჩემს ცხოვრებასაც გაუჩდა ერთი მიზანი: მე უკვე დედა ვარ და სიკვდილის უფლება არ მაქვს,სანამ ნიკოს არმონახავს ნამდვილი დედა (თუ უფალმა არ ინება!).პატარა ნიკოს სიყვარულმა ოდნავ შემიმსუბუქა ჩემი უბედურება.ყველას უკვურს ჩემი სიმარჯვე ბავშის მიმართ და ზოგიერთი მეხმარება კიდეც.
გადამთიელებმა ტყვეები მოყარეს.მათში 13 წლის ბიჭI და 16 წლის გოგონაც ერია.ბიჭუნა ტიროდა,გოგონა ცდილობდა დაემშვიდებინა,თვითონ კი იცრემლებოდა.ერთი, ეშმაკის მსგავსი გადამთიელი,რომელიც ქალების ტილად ითვლებოდა შტაბში ,თვალს არ აშორებდა მათ.გოგონას ბავშვურ სახეს ქალწულობის იერი გადაჰკროდა.გადამთიელმა მახინჯმა თავის ბიჭებს გადაულაპარაკა.ბიჭებმა ბავშვები მახინჯის ოთახში შეიყვანეს,ტყვეები კი ორმოში ჩაამწყდიეს.ბიძასთან ხვეწნამ რო არ გაჭრა, გადამთიელის კარი აცრემლებულმა შევანგრიე. გულამოსკვნით მტირალ გოგონას მახინჯი ხელებით უალერსებდა,ბიჭიU კუთხეში ზურგით იჯდა და შეშინებული სლუკუნებდა.
მხეცო!- ვუყვირე მახინჯს და გოგოს ხელი მოვკიდე,რომ ოთახიდან გამომეყვანა.
გადამთიელი ცალი ხელით მწვდა,მისკენ მიმიზდია,კბენით გავუსხლდი ხელიდან და თავში სკამი დავუშვი.მხეცის თვალებში ცოფმა ამოხეთქა.არ ვიცი,რითი დამთავრდებოდა ეს ყოველივე,უცებ კარში მასიკი რომ არ შემოსულიყო,რომელიც შტაბში გამოირჩეოდა თავისი გულკეთილებით და გულადობით.
მახინჯი გადამთიელი მიხვდა,ფეხზე შეყენებულ თოფთან ხუმრობა რომ არ გაუვიდოდა და ბრაზი ნერწყვით გადაყლაპა.ბავშვები ჩემთან გადავიყვანე და რასაც ბუნტი მოჰყვა და შტაბში უფროსმა ძვლის შეაჩერა ომი..


9 დეკემბერი

პატარა ნიკოს მომავალმა შეაფიქრიანა; დღე-ღამე იმას ჩამჩიჩინებს,გადავფრინდე ვერტმფრენით ნათესავებთან, ადლერში,მაგრამ მტკიცე უარზე ვარ,სულ იმის შიშით ვარ,იქნებ ბიკო მოიყვანონ ტყვედ.შიშით ვერ გადამიწყვეტია წასვლა.
ამ დღეს შტაბში გლოვაა გამოცხადებული გუდაუთიდან ცუდი ცნობების შედეგად.ამას ისიც დაემატა, რომ ბესლახუბის ფრონტიდან სამი ცხედარი მოასვენეს.პირველი მახინჯი გადამთიელის იყო,მეორე-უცნობის,მესამეს ზეწარი უპროსმა ხელის კანკალიდ გადახადა,რომ ყველას დაენახა;ეს კეთილი მასიკასი იყო; ვიტირე მაგრად მიყვარდა ეს ვაჟკაცი როგორც ძმა. ღმერთO,შენ შეუნდე საწყალს,თუ რამე ცოდო ჩაუდენია თავის ცხოვრებაში, შენ მიიღე უფალო მისი წმინდა სული.ამინ!..
ხალხში ლაპარაკსაც მოვკარი ყური,თითქოსდა მასიკი მახინჯმა გადამთიელმა მოკლა,გადამთიელი კიდევ მასიკმა,სანამ სისხლისგან დაიცლებოდა,მაგრამ ამის აღიარებას უფროსობა ერიდებოდა.


13 დეკემბერი


დილიდან წვიმიანი ამინდი იდგა.მთელი ღამე გასაფრენად ვემზადებოდი.ბავშვი დავაძინე მოსაღამოვდა კდეც.ლოცვა რომ მოვამთავრე,ნიკოს მივუწერქი,რომ ალერსში ჩემი თავი დამვიწყებოდა.ტანზე არ გამიხდია,რადგან თემურს ველოდებოდი. კარზე ფრთხილი კაკუნი შემომესმა. ფეხაკრებით გავაღე კარი.თემურის უკან ორი ვინმე დავლანდე.ოო! ღმერთო, დაილოცოს განგება შენი! ბედნიერი ვარ შენი წყალობით,ჩემს სიხარულს საზღვარი არ გააჩნია,დღEს ჩემს გვერდით არიან ჩემი ნიკო და ჩემი თამუნა,ჩემი თემური და პატარა ნიკო.დედა-შურას სიკვდილი მართალი გამოდგა,მამის შესახებ კი არაფერი იცოდნენ. სანამ ნიკოსა და თამუნას ჩემს პატარა ნიკოს გავაცნობდი,თემურმა ბიძისაგან კიდევ ერთი სიახრული მოიტანა: ხვალ ალდერში ყველა ერთად გავფრინდებოდით,ხუთივე,და ვიცხოვრებდით ხიზანთათვის გამოყოფილ ბინებში,სანამ ომის ქარიშხალი არ ჩადგებოდა.
გვიან ღამე დავწერე ეს ყოველივე.უკვე ყველას ძინავს,ჩემს გარდა.მე ძილი არ მეკარება,ბენდიერებამ გამომაფხიზლა.ღმერთო,მადროვე და არ წამართვა ეს ბედნƯ

 
ძვირფასო მნახველო, თქვენ საიტზე რეგისტრაციის გარეშე შემობრძანდით. გირჩევთ რეგისტრაცია გაიაროთ და თქვენი სახელით შემობრძანდეთ.
25 November 2008 | ამობეჭვდა
 
 
  #1 დაწერა: Примаков  


Огромное спасибо!
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #2 დაწერა: Koshkin  


Ой, благодарю
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #3 დაწერა: Voronov  


Приятный у вас сайт
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #4 დაწერა: Татаров  


Неплохо
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #5 დაწერა: marlitypa  


Люблю грамотные посты, спасибо
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #6 დაწერა: nutaqa  


Тоже хочу писать такие полезные посты
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #7 დაწერა: Ozerov  


И да прибудет с нами сила.
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #8 დაწერა: Edemskij  


Хорошая работа!
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #9 დაწერა: merabi  


videoebs ver vxsni ratooom??

f9087utyr v rtsa
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #10 დაწერა: Pyrev  


Примного благодарен!
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #11 დაწერა: roliirina  


большая похвала тебе
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #12 დაწერა: Samojlov  


Хорошая работа!
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #13 დაწერა: gtvdhuv  


Хороший у Вас сайт, у всех бы такие были ...
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #14 დაწერა: VDWilliam  


Зер гуд ставлю 5 балов.
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #15 დაწერა: Антонович  


Желаю всем что бы никогда небыло войны. Поздравляю ветеранов с 9 мая, днем великой победы!
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #16 დაწერა: pilodima  


как говорится всего хорошего по немножку
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #17 დაწერა: llushhik  


лблю хорошее начало
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #18 დაწერა: Pankov  


Хорошая работа!
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #19 დაწერა: Kalmcoal  


Предлагаю открыть клуб по теме! Я могу сделать сайтик с форумом, галлерей и т.п. нужно будет только скинуться на хостинг, ну что думаете?
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #20 დაწერა: StedgeSeext  


Хорошая работа!
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #21 დაწერა: ivandito  


день хороший начался для меня
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #22 დაწერა: tivipi1985  


Спасибо. Давно искал. Очень понравилось.
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #23 დაწერა: Domainer  


Даже и не придерешься!
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #24 დაწერა: crolin  


долго же мне пришлось всматриваться сюда
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #25 დაწერა: piskuinna  


что-то не идет это совсем
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #26 დაწერა: bydola  


всех пассажиров за одну минуту не высалишь как говорится
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #27 დაწერა: rodilo  


это наверно самое экстроординарное из того что я видел
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #28 დაწერა: pertnev  


Благодарю, очень полезная вещь
Skype:: 594619649 | ციტირება    
 
 
  #29 დაწერა: Laptev  


И да прибудет с нами сила.
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #30 დაწერა: Inozemcev  


Супер! в ожидании продолжения!
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  Add comments  
 
  კავშირი ადმინთან  
 
Skype Me™!

Skype Me™!

 
     
   გამოკითხვა  
 
უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი ომით?

დიახ
არა
 
     
  რეკლამის ადგილი  
   
     
   სტატისტიკა  
  statistikis adgili